Height

Published on February 2017 | Categories: Documents | Downloads: 56 | Comments: 0 | Views: 420
of 2
Download PDF   Embed   Report

Comments

Content

როგორ გავიზაროთ სიმაღლეში
1. პირველ რიგში უნდა გაზომოთ საკუთარი სიმაღლე ზუსტად. ხოლო შემდეგ აკონტროლოთ მისი
ცვლილება, ეს დაგეხმარებათ მეთოდის სისწორის დადგენაში და მოგცემთ მეტ ხალისს.
2. ჩაიხედეთ თქვენს პირადობის მოწმობაში. იმ შემთხვევაში თუ ასაკში 18–20 წლამდე ეწერება, მაშინ
გაქვთ გაზრდის შანსი. თუ ეწევით და სვავთ ალბათ ვერ გაიზრდებით, ეს მნიშვნელოვნად
შეგიშლით ხელს. შეხედეთ თქვენს მშობლებს, თუ ისინი მაღლები არიან, მაშინ მეტი შანსი გაქვთ.
მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ხართ ლილიპუტების მწეველი შვილი მაინც არსებობს იმის
იმედი, რომ მოიმატებთ რამდენიმე სანტიმეტრს.
3. დასაწყისისთვის საჭიროა გაზარდოთ თქვენი კვების რაციონი სასარგებლო საკვებით. ესენია:
ფაფები, კვერცხი, თაფლი, ბევრი ხილი და ბოსტნეული, ქაცვი და სხვა. + რამდენიმე ზრდის
ჰორმონის კუნთქვეშა ინექცია ძილის წინ.
4. ჭკვიანმა სქელლინზებიანი სათვალეების მქონე ბიძებმა თავის კვლევით ლაბორატორიებში
დაამტკიცეს, რომ რეგულარული და დინამიური დატვირთვის შემთხვევაში ძვლები მაგრდება და
კარგად იზრდება! სიმაღლეში მომატებისთვის კარგია: კალათბურთი, ცურვა, ხტომები, მსუბუქი
ათლეტიკა, ხელბურთი. სასურველია კვირაში 2–3 ჯერ ესტუმროთ ბასეინს და იცურაოთ ბრასით.

ყოველდღიური ვარჯიშები:
1. მონიშნეთ კედელზე ისეთი ზახი, რომელსაც ვერ წვდებით. შემდეგ დადექით კედელისკენ
სახით თითის წვერებზე, გაიწელეთ, შეეცადეთ მიწვდეთ. ეხლა ის მიუწვდომელი ჩანს, მაგრამ
ცოტახანში ეს ასე აღარ იქნება.
2. ჩამოეკიდეთ ძელს. აიწიეთ, შემდეგ კი მოდუნდით და შეეცადეთ გაჩერდეთ 2–3 წუთის
განმავლობაში. მოადუნეთ კუნთები და დაიწყეთ ფეხების მოძრაობა აქეთ–იქით.
3. ჯერ ცალი ფეხით, ხოლო შემდეგ ორივეთი ახტით რაც შეიძლება მაღლა ეცადეთ მიწვდეთ
არჩეულ წერტილს ჯერ თითებით, მერე ხელის გულით
4. დაწექით ზურგზე, ფეხები გაშალეთ წინ, ხელები კი განზე. მორიგეობით ასწიეთ გაშლილი
ფეხი ისე, რომ შექმნათ 90 გრადუსიანი კუთხე.
5. დაწექით მუცელზე, ხელები გადააჯვარედინეთ ზურგს უკან, მოიხარეთ ზურგში. ნიკაპი
დაადეთ იატაკს, ხოლო ქუსლებით გაიწელეთ ჭერისკენ (ასწიეთ შეძლებისდაგვარად მაღლა).

როგორ მოვიქცეთ რომ გამოვჩნდეთ უფრო მაღლები
1. დგომის სწორი პოზა
მოხრილი ადამიანი ნაკლებად გამოჩნდება მაღალი. ამიტომ გაიმართეთ წელში, ამაყად ასწიეთ
თავი და გაშალეთ მხრები.

2. ფეხსაცმელი
არსებობს მამაკაცების სქელლანჩიანი ფეხსაცმელი, მათთვის ვისაც სურს გამოჩნდეს მაღალი.
ის შეიძლება იყოს შესამჩნევი, მაგრამ არ ღირს პლათფორმიანი ფეხსაცმლის შეძენა. ხოლო
ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სიმაღლე მხოლოდ ფანტაზიითაა შეზღუდული.

3. ტანსაცმელი
შეეცადეთ ჩაიცვათ ისე, რომ ზედა და ქვედა სამოსი ერთი ფერის იყოს, თქვენი სხეული არ
დაიყოფა ნაწილებად, რის გამოც გამოჩნდებით უფრო მაღალი. სასურველია ტანზე მომჯდარი
სამოსი, ის უფრო ტანადს გამოგაჩენთ, ვიდრე ფართო ტანისამოსი. იმ შემთხვევაში, თუ
გიყვართ ზოლებიანი ან სახიანი ტანსაცმელი, მაშინ შეარჩიეთ ვერტიკალურ ზოლებიანი, ის
თქვენს სხეულს უფრო მოხდენილს გამოაჩენს. ჯობს შეარჩიოთ შარვალი ნაკეცის გარეშე, მის
გარეშე ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდება.
4. თმები
ზევით აწეული თმები მოგიმატებთ რამდენიმე სანტიმეტრს. ჩამოშლილი თმები ფარავს
კისერს და მხრებს, რაც ვიზუალურად მოგაკლებთ სიმაღლეს.

Sponsor Documents

Or use your account on DocShare.tips

Hide

Forgot your password?

Or register your new account on DocShare.tips

Hide

Lost your password? Please enter your email address. You will receive a link to create a new password.

Back to log-in

Close